logo
ENG



ლევან გოფოძე: როგორც კი გამოჩნდება ვირუსის სიმპტომები მაშინვე მიმართეთ ექიმს

10 აპრ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე მოსახლეობას სთხოვს, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რათა დროული დახმარება გაეწიოთ. გოფოძის თქმით, მის კლინიკაში ამ დროისთვის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ არის.

„ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გვიან მიმართვით. ორი პაციენტი გვყავს მართვით სუნთქვაზე, რომელსაც ბაქტერიული პნევმონია აქვთ მაგრამ არცერთს კოვიდ ინფექცია არ აქვს, თუმცა ბევრად უფრო მძიმე და კრიტიკულია მათი მდგომარეობა ვიდრე, ჩვენს კლინიკაში მყოფი კოვიდ19-ით დაინფიცირებული პაციენტების. ექიმისთვის დაგვიანებით მიმართვის დროს, გართულებების საფრთხე უფრო მაღალია. მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები მაშინვე ჯერ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან ჰქონდეთ კომუნიკაცია და შემდეგ თუ საჭირო გახდება მათი ჰოსპიტალიზება მოხდება“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.


close დახურვა