საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ოპოზიციის კვოტით პარტია მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი აირჩიეს.
პლენარულ სხდომაზე იოსელიანის კანდიდატურას 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთ მოადგილედ გუშინ, პლენარულ სხდომაზე, ევროპელი სოციალისტების წევრი ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს.