პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით ამ ეტაპზე კლინიკაში 60 პაციენტი იმყოფება, მათგან 6 პაციენტს დადასტურებულად აქვს კორონავირუსი. ასევე ლევან რატიანის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში 24 პაციენტის ტესტი არის გადაგზავნილი და მათი პასუხები დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება მარნეულში დაინფიცირებული ქალის მდომარეობას, როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 60 პაციენტი, ჩვენი კლინიკა ყოველდღიურად ღებულობს პაციენტებს, გუშინ მივიღეთ 18 საეჭვო შემთხვევა, გაგზავნილია ლუგარში ტესტები და ველოდებით. გვყავს 6 ინფიცირებული პაციენტი აქედან ერთის მდგომარეობა არის კრიტიკული 5-ის მდგომარეობა არის სტაბილური, ქალბატონი რომელიც არის მარნეულიდან 62 წლის, მისი მდგომარეობა დინამიკის ცვლილების გარეშეა, ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს ოქსიგენაციის პარამეტრები მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებუოია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პაციენტთა გვაქვს დადებითი დინამიკა მიღწეული, ერთადერთი მინდა გითხრათ რომ დადებითი არის ის, რომ ამ ეტაპამდე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს. 24 ტესტი გვაქვს გაგზავნილი და დღის პირველ ნახევარში ველოდებით ამ პასუხებს“,-განაცხადა ლევან რატიანმა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ 19-ის 66 შემთხვევა ფიქსრიდება, აქედან 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გარდა ამისა, მარნეულისა და ბოლნისი რაიონები მკაცრ კარანტინის რეჟიმზე გადავიდა, მიზეზი კი ერთ-ერთი ადგილობრივის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა, რომელსაც ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.