logo
ENG



ლეიბორისტული პარტია სტუდენტების სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვს

18 მარ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული პარტია“ ითხოვს, რომ კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სტუდენტები სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, მაშინ როცა ბანკებმა მოსახლეობას სასესხო ვალდებულებები გადაუვადეს, სახელმწიფო სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდას არ უნდა სთხოვდეს. მისი განმარტებით, გადასახადის გამო სტატუსის შეჩერება ბევრ სტუდენტს ემუქრება.

„დღეს, როდესაც ვირუსული პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში პარალიზებული და შეჩერებულია საგადასახადო, საბანკო სისტემათა ფუნქციონირება, გათავისუფლებულია მილიარდობით ადამიანი შენატანის, გადასახადის და სხვა ანგარიშსწორებებისგან, საქართველოს მთავრობა დაბეჯითებით სთხოვს სტუდენტებს სწავლის გადასახადს და ემუქრება უმაღლესიდან გარიცხვით გადაუხდელობის შემთხვევაში. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისაგან სასწრაფოდ მიღებული იქნას გადაწყვეტილება და ყველა სტუდენტი მიმდინარე წელს საერთოდ გათავისუფლდეს სწავლის გადასახადისგან. შეწყვიტეთ ჩვენი შვილების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება, ჯიპების ყიდვა, პრემიების გაცემა და მილიარდიანი ბიზნესების დატრიალება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


close დახურვა