logo
ENG



ლელო: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას შეიქმნას ანტიკრიზისული, ინტერპარტიული საბჭო

16 მარ 202017:13
3 წუთის საკითხავი
 

 

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭოს შექმნისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, იმისთვის რომ ამ სიტუაციაში პროცესები სწორად იყოს წარმართული საჭიროა ქვეყანა მოემზადოს საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად.

„დღეს მინდა გავაკეთო განცხადება მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ საჭიროა კომპლექსური და სწრაფი ზომების მიღება კრიზისის სამართავად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას შეიქმნას ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ყველა არსებული გამოცდილების, ენერგიის იდეის შეჯერებას და განხორციელებას. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქვეყანა მოემზადოს საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად. ანტიკრიზისული საბჭოს არსებობა უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლიდაციას და კრიზისის ერთობლივად და დემოკრატიულად გადალახვას. მთავარ ამოცანად მიგვაჩნია ინტერპარტიული საბჭოს მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა, მედიკოსების, პოლიციელების, მესაზღვრეების და ყველა იმ ადამიანის, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგას. ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია ემიგრანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველყოფა, ამავე დროს საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 


close დახურვა