logo
ENG



ლელო: ჯანდაცვის სამინისტრომ იღონოს ყველაფერი, რომ კლინიკებმა მიიღონ საჭირო ფინანსური რესურსი

06 ივნ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფოს მიერ შემოსავლის გარეშე დატოვებული ექიმები. რა ზარალს აყენებს მთავრობის 520-ე დადგენილება ჯანდაცვის სექტორს? მოძრაობა „ლელოში“ აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებები ფინანსური კოლაფსის საფრთხის წინაშე არიან. „ლელო“ მთავრობას მოუწოდებს, ვირუსის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურების გეგმა შეიმუშაონ.

„ამ კრიზისის დასაწყისი დაკავშირებული არის 520-ე დადგენილებასთან, რომელმაც, ფაქტობრივად, ძალიან სერიოზული შემოსავlების გარეშე დატოა საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ძალიან დიდი ნაწილი. კლინიკების ძალიან დიდმა ნაწილმა 30%-ით შეამცირა სახელფასო ფონდები. კლინიკების ფინანსურმა კრიზისმა შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კოლაფსი. ჯანდაცვის სამინისტრომ, პირველ რიგში, იღონოს ყველაფერი იმისთვის, რომ კლინიკებმა მიიღონ ის ფინანსური რესურსი, რომელიც მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ“, - განაცხადა საბა ბუაძემ.  


close დახურვა