logo
ENG



ლელოს ანტიკრიზისული გეგმა: აუცილებელია 3 მლრდ. ლარის შექმნა სახელმწიფო ფონდის მიერ

27 მარ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკურმა გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პარტიაში ფიქრობენ, რომ შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად 6 მლრდ. ლარის რესურსის მობილიზებაა საჭირო. ბადრი ჯაფარიძის თქმით, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად სახელმწიფომ 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდი უნდა შექმნას. "ლელოში" ამბობენ, რომ ლარის კურსის დასაბალანსებლად ეროვნულმა ბანკმა ზედა და ქვედა ზღვარი უნდა განსაზღვროს, ამისთვის კი ბანკიდან 300 მლნ. დოლარის გამოტანაა საჭირო.

"აუცილებელია 3 მლრდ. ლარის შექმნა სახელმწიფო ფონდის მიერ, რომელიც მოემსახურება იმას რომ გაგრძელდეს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება. რათა მათ შეძლონ კრიზისიდან გამოსვლა. დავეხმაროთ პირველ რიგში იმ ოჯახებს, ვინც განსაკუთრებულად განიცადეს ეკონომიკური პრობლემები. 1 მლრდ. ლარის რესურსი უნდა გამოიყოს მათ დასახმარებლად და აღნიშნული უნდა იქნეს ამოღებული ბიუჯეტიდან",-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.  

 


close დახურვა