logo
ENG



ლელოს წევრები უკრაინაში გაემგზავრნენ

21 თებ 202309:47
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს წევრები უკრაინაში დაემგზავრნენ. ისინი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრებიან. სხდომაზე მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური დელეგაციები მთელი მსოფლიოდან.

პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ რადაში.

უკრაინაში წასვლაზე უარი თქვა ქართულმა ოცნებამ.

"მთავარი რომ უკრაინელმა ხალხმა იგრძნოს, რომ ვართ მათ გვერდით. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, აუხსნელია ნებისმიერი მიზეზით უარის თქმა იმაზე, რომ ჩახვიდე უკრაინაში აგრესიის დაწყებიდან ერთი წლისთავზე და გვერდში არ დაუდგე უკრაინელ ხალხს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


close დახურვა