logo
ENG



ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში დღეიდან სამი გამშვები პუნქტი იმუშავებს

10 აპრ 202010:03
3 წუთის საკითხავი
 

ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში დღეიდან სამი გამშვები პუნქტი იმუშავებს. გელავერის უღელტეხილთან, მურის ციხეებთან და სოფელ ალპანასთან სამართალდამცველები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მგზავრებს ტემპერატურას შეუმოწმებენ. თერმოსკრინინგის პროცესში სოფლის ექიმების ჩართვაც იგეგმება. ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგემვა.

"ბლოკ-პოსტები 3 ლოკაციაზე განთავსდება, ესაა გელავერის უღელტეხილი, ასევე ცაგერიდან, ლენტეხში მისასვლელ გზაზე მურის ციხეებთან და  სოფელ ალპანასთან. ანუ ყველა ვინც გადაადგილდება ლეჩხუმსა და სვანეთის ტერიტორიაზე, გაივლის ბლოკ-პოსტებს და გავილის თერმოსკრინინგს. ვისაც ტემპერატურა აღენიშნება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება",-აღნიშნა ბადრი ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში სტუმრად ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი იმყოფებოდა. ის მკურნალობის კურსს თბილისში გადის. 


close დახურვა