logo
ENG



ლესტერიდან საბოლოო შემოთავაზება არ ყოფილა - კირკველია

15 ნოე 202117:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/15/j8rolewshm3xxhc.jpg

ქართველმა მცველმა, საბა კვირკველიამ უკრაინულ „ფუტბოლთან“ ინგლისურ „ლესტერში“ ჩაშლილ ტრანფერზე ისაუბრა.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი ცენტრალური მცველი, რომელიც ამჟამად უკრაინულ „მეტალისტ-1925“-ის ღირსებას იცავს, ადასტურებს, რომ მისი კარიერის საუკეთესო სეზონზე მართლაც იყო „მელიების“ მხრიდან წინადადება, თუმცა საბოლოო შეთავაზება არ ყოფილა.

ჩაშლილ ტრანსფერთან დაკავშირებით განსხვავებული კომენტარი გაავრცელა მამუკა ჯუღელმა. საფეხბურთო აგენტმა 2019 წელს რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „ინგლისურმა კლუბმა „ლოკომოტივს“ 10 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა, მაგრამ ინგლისში გადასვლაზე ქართველმა ფეხბურთელმა თავად თქვა უარი, რადგან რუსეთის ჩემპიონი უნდოდა გამხდარიყო.“

2018 წელს საბა კვირკველიას მართლაც წარმატებული სეზონი გამოუვიდა; „რკინიგზელებთან“ ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა და ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. საბა, ასევე, სტაბილურად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში.

29 წლის მცველმა კარიერის უმეტესი ნაწილი რუსულ კლუბებში გაატარა. მისი კარიერის პიკი 2018 წელი იყო, როდესაც რუსეთის პრემიერლიგა მოიგო. სწორედ ამ დროს იყო მისი სატრანსფერო ფასი 9 მილიონი ევრო, რაც იმ დროს ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

სოლომონ (საბა) კვირკველიას მიღწევები:

  • ორჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად - 2014 და 2017 წლებში;
  • სამჯერ მოიგო რუსეთის თასი - 2012, 2017 და 2019 წლებში;
  • მოიგო რუსეთის პრემიერლიგა  - 2018 წელს;
  • ერხელ რუსეთის სუპერთასი - 2020 წელს.
 

close დახურვა