logo
ENG



#ლექSOSთვის - 18:00 საათზე პარლამენტთა აქცია გაიმართება

17 ივლ 202113:28
3 წუთის საკითხავი
 

#ლექSOSთვის - დღეს, 18:00 საათზე პარლამენტთან დამნაშავეთა დასჯისა და პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება. 

ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძეს მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აქციაზე გამოვიდნენ. მისივე თქმით, 20:00 საათზე სამი ტელეკომპანიის - მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის ერთობლივი ეთერი დაიწყება. 

"სამი საგამოძიებო ჟურნალისტი ერთად ამხელს იმ ფაქტებს თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ყველანი დავინახავთ, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები სინამდვილეში უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილს, ხელისუფლებას. ამასთან, ეს ძალადობრივი ჯგუფები უკავშირდება კრემლს", - ამბობს გუმბარიძე. 

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

16 ივლისს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერებისა და ალტ-ინფოს წამყვანების სახლებში. მოგვიანებით, ისინი გამოკითხვაზეც გადაიყვანეს. 

დიღმის სამმართველოში იყვნენ: გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, კონსტანტინე მორგოშია, ზურა მახარაძე, დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი და სხვები. გამოკითხვის შემდეგ ყველა მათგანმა სამმართველო დატოვა. 


close დახურვა