logo
ENG



ლვივში ავარიის შედეგად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი დაშავდა

09 ოქტ 202318:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/lqvgw7hfxna57n0.jpg

8 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქ ლვივში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ ბუსკთან მოხდა. ერთმანეთს Hyundai-სა და Audi-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი - დაშავდა. ეკა ტყეშელაშვილი კლინიკაშია მოთავსებული.

ტყეშელაშვილი უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივის ხელმძღვანელია.


close დახურვა