logo
ENG



ლიბანის სამხრეთით ისრაელის იერიშებს ჰეზბოლას სპეცრაზმის მაღალჩინოსანი ემსხვერპლა

08 იან 202418:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/08/5ruzkbgayi811ng.jpg

ლიბანის სამხრეთით ისრაელის განხორციელებულ იერიშებს ჰეზბოლას სპეცრაზმის მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.

ისრაელის ცნობით, ჰეზბოლას მაღალჩინოსანი ორი დღის წინ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის დაბომბვას ხელმძღვანელობდა.

გასულ ღამეს იერიში ღაზის სექტორში რაფაზეც მიიტანეს. დაღუპულია 3 ადამიანი, დაშავდა 15. ჭურვი მანქანას მოხვდა, რომელსაც ადგილობრივებისთვის საკვები გადაჰქონდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ლიბანში ჰეზბოლას არაერთ ობიექტს დაარტყეს. ამის შესახებ IDF სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ შეტევები ბოლო რამდენიმე საათში განახორციელეს.


close დახურვა