logo
ENG



ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

25 მაი 202214:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/25/trx3mdm2ftkihqe.jpg

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა უკრაინას დამატებით დახმარებას გაუგზავნის, რათა მას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვაში დაეხმაროს.

თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყანა უკრაინას გადასცემს 20 ერთეულ M113 ჯავშანტრანსპორტს, 10 სამხედრო სატვირთო მანქანას და 10 SUV მანქანას განაღმვითი სამუშაოებისთვის.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის გამარჯვებისა და საკუთარი სუვერენულობის დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლიეტუვამ პირველი დახმარება ომის დაწყებამდე გაგზავნა და ახლა ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ დამატებით ეფექტურ მხარდაჭერაზე, რაც უკრაინის წინსვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“ - განაცხადა ანუშაუსკასმა.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვა უკრაინას ომის დაწყებიდან უჭერს მხარს. ის იყო ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული გაზის იმპორტი შეწყვიტა. 


close დახურვა