logo
ENG



ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

05 აგვ 202315:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/wx3rzwgm17ju85i.jpg

ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამშვებებს, საზენიტო თვითმფრინავების სისტემებსა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობას.

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ლიეტუვამ უკრაინას Mi-8 საბრძოლო ვერტმფრენები, L-70 საზენიტო სისტემები, საბრძოლო მასალა, M113 ჯავშანტრანსპორტიორი და ნაღმტყორცნები გადასცა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა