logo
ENG



ლიეტუვამ კალინინგრადთან სარკინიგზო ტრანზიტი განაახლა

23 ივლ 202210:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/23/58h2810ngy1jhj0.jpg

ლიტვამ კალინინგრადის რეგიონსა და დანარჩენ რუსეთს შორის სანქცირებული ტვირთის სარკინიგზო ტრანსპორტირების აკრძალვა გააუქმა.

გასულ კვირას ევროკომისიამ განმარტა, რომ აკრძალვა ეხება საავტომობილო ტრანზიტს. სანქცირებული მასალების - ბეტონის, ხის და სპირტის ტრანსპორტირება შესაძლებელია რკინიგზით "აუცილებელი კონტროლის განხორციელების პირობებში". სამხედრო ტვირთისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გადაზიდვა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტით.

კალინინგრადის ოლქი რუსული ანკლავაა, რომელიც ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვარზე მდებარეობს. ლიეტუვამ რუსული სამშენებლო მასალებისა და ლითონის გადაზიდვა აკრძალა 17 ივნისიდან, ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ამ მასალების სახმელეთო გზით გადაზიდვას კრძალავს. ამის გამო რუსეთი ლიეტუვას "მკაცრი პასუხით" დაემუქრა.

ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტის თანახმად, 17 ივნისიდან აკრძალულია ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული შავი ლითონისა და ფოლადის შეტანა, 10 ივლისიდან - ხის, ცემენტისა და სპირტის, 10 აგვისტოდან - ნახშირისა და მყარი საწვავი წიაღისეულის, 5 დეკემბრიდან - ნავთობის.


close დახურვა