logo
ENG



ლიეტუვამ უკრაინას ჯავშანტექნიკის დამატებითი პარტია გადასცა

14 ნოე 202216:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/14/hqxoy86nv8wa4fa.jpg

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუსუსკასის განცხადებით, ლიეტუვამ უკრაინას ჯავშანტექნიკის დამატებითი პარტია გადასცა.

"ლიეტუვა ასრულებს თავის ვალდებულებებს და ახლა 62 M113 ჯავშანტრანსპორტიორი გაიგზავნა უკრაინაში სხვადსხვა მიზნით", - თქვა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ლიეტუვის მიერ მიწოდებული 50 M113 ჯავშანტრანსპორტიორი უკვე ჩავიდა უკრაინაში.

9 ნოემბერს, უკრაინაში გერმანიიდან შემოვიდა სამხედრო ტექნიკის ახალი პარტია, კერძოდ, 30 ჯავშანმანქანა Dingo, 18 სადაზვერვო დრონი და რაკეტა Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა