ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მომხდარით იმედგაცრუებულია.
"მინდა გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და დავგმო უხეში შეურაცხყოფა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს საქართველოში და არ იშურებენ ძალისხმევას დაეხმარონ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ გზაზე", - წერს დიპლომატი Twitter-ზე.
პუტინისტურმა, ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გამართეს. ანტიდასავლური ჯგუფები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდნენ. ადგილზე სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშის დაწვა დააპირებს. პოლიციამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან სულ 7 ადამიანი დააკავა, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი.