ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პრემიერმინისტრობის თანამდებობისთვის იბრძოლებს.
ლიზ ტრასმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ პოსტის დაკავების დღიდან პირველი რასაც გააკეთებს გადასახადების შემცირებაა.
"არჩევნებში ვიბრძოლებ, როგორც კონსერვატორი და ვმართავ ქვეყანას, როგორც კონსერვატორი".- განაცხადა ლიზ ტრასმა.
7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა. სანამ ახალი ლიდერი აირჩევა ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს.
ჯონსონის, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა კენჭისყრა ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.
კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ მას უნდობლობა არ გამოუცხადა.
უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად ჯონსონის ხელისუფლების გარშემო ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე სკანდალურ შემთხვევას: კოვიდრეგულაციების დარღვევით წვეულებების ჩატარებასა და უკვე ყოფილი კონსერვატორი დეპუტატის, კრის პინჩერის მხრიდან სხვადასხვა დროს სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევებს უკავშირდება.
6 ივლისს, Reuters წერდა, რომ ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში მის პოზიციაზე რამდენიმე ადამიანი განიხილება, მათ შორის არიან: მოქმედი საგარეო საქმეთა მდივანი - ლიზ ტრასი, მოქმედი პარლამენტარი - ჯერემი ჰანტი და ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი - ბენ უოლასი.