logo
ENG



ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს

23 იან 202113:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/23/h96lo28os8fm4nm.png

ისინი დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და შიშობენ, რომ ხელისუფლება მათ მუშაობის უფლებას 15 თებერვლიდანაც არ მისცემს. 

მთავრობის გეგმის მიხედვით, ბაზრობების გახსნა სწორედ 15 თებერვლიდან იგეგმება, მოლების გახსნა კი - 1-ლი თებერვლიდან. 

მოვაჭრეების თქმით, მათთვის თითოეული სამუშაო დღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თუ გარემოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ეძლევათ, ამის უფლება მათაც უნდა ჰქონდეთ. 

"გარდა ფინანსებისა, არის საშინელი უსამართლობა. აგერ ხედავთ, როგორ ვაჭრობს სხვა ობიექტი. არავის ვეწინააღმდეგებით, მაგრამ რატომ არ უნდა გავიხსნათ ჩვენ პირველში, როცა ყველა რეგულაცია დაცული გვაქვ". - თქვა ერთ-ერთმა მოვაჭრემ. 

"ამბობენ, რომ ლილო მოლი არ არის და მოლები გაიხსნება, ლილოს ბაზრობა კი - არა. რატომ? მოვითხოვთ, რომ ლილოს ბაზრობა გაიხსნას 1-ლ თებერვალს, როგორც ყველა მოლი". - თქვა სხვამ. 


close დახურვა