ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის თქმით, დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ამასთან აღნიშნავს, რომ დასავლეთმა უკრაინას მეტი შეიარაღება უნდა მიაწოდოს. ამის შესახებ ლინკევიჩუსმა ფორმულასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
"წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო ომი უკრაინაში, ყველა ვერ აანალიზებს, რომ ჩვენ რესურსებს უნდა მოვუყაროთ თავი იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსეთი, არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთი უნდა დამარცხდეს, პუტინიზმის რეჟიმი უნდა დამარცხდეს და არ უნდა განმეორდეს აღარასდროს. სხვა ვარიანტი არც კი განიხილება", - ამბობს ლინკევიჩუსი.
ლინკევიჩუსი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის. მისი თქმით, რუსეთს "სხვადასხვა სქემები", რისი მეშვეობითაც სანქციებისთვის თავის არიდებას ახერხებენ.
"სანქციების 11 პაკეტი დაწესდა და ჩვენ გვესმოდა განცხადებები, რომ ნამდვილად დამანგრეველი იქნებოდა ეს სანქციები, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ეკომონიკური კოლაფსის წინაშე არ დგას რუსეთი ჯერჯერობით, ამას ყველანი ვხედავთ. სხვადასხვა სქემები აქვთ მათ [რუსებს], როგორ უნდა აარიდონ თავი სანქციებს და ამას წარმატებულად აკეთებენ. ეკონომიკურად ვერ ვიმარჯვებთ რუსეთზე", - აღნიშნა მან.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ დასავლეთის მხიდან უკრაინისთვის საკმარისად არ არის მიწოდებული საბრძოლო მასალა, უპილოტო საფრენი აპარატები და ა.შ.
"უკრაინას მეტი შეიარაღება უნდა მივაწოდოთ და შესაბამისად, ამის გარეშე ვერ მივაღწევთ წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს, მხარდაჭერა არსებობს და ის ყველაფერი, რასაც ვამბობდით, ნელ-ნელა ხორციელდება... დასავლეთის კუთხით რომ ვისაუბროთ, რომ საკმარისს აკეთებს, ეს არ არის სწორი", - აცხადებს ლინკევიჩუსი.