ლისაბონსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება განიხილება. ფრენების დაწყების შესაძლებლობა ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პორტუგალიის ეროვნული ავიკომპანია TAP AIR PORTUGAL-ის პრეზიდენტ მანუელ ბეჟასთან შეხვედრაზე განიხილა.
"ეს იყო პირველი მაღალი რანგის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ავიაგადამზიდავის ტოპ-მენეჯმენტთან. შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ ნაყოფიერად. საქართველოს ავიასექტორის აღდგენის დინამიკა მათთვისაც ცნობილია, რაც პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის სამომავლოდ პირდაპირი რეისების დაწყების მხრივ.
ჩვენი ქვეყნის სტრატეგია ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში კვლავაც რჩება მეტი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, რაც გააძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს ჩვენს ქვეყანაში", - თქვა ქვრივიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ეკონიმიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ საქართველოსა და პორტუგალიას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.