logo
ENG



ლისის მთის მოწყვეტილი ფერდის გარდა, მოძრაობს მთის ძირითადი მასაც - შაბათის ფორმულა

27 მარ 202120:05
3 წუთის საკითხავი
 

ახალი გეოდეზიური კვლევების მიხედვით, ლისის მთის ხილულად მოწყვეტილი ფერდის გარდა, მოძრაობს მთის ძირითადი მასაც. ეს კვლევის პირველადი შედეგია.

ილიას უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მთის ჩამოშლის შემთხვევაში შესაძლოა ვაშლიჯვრის ფერდზე უფრო დიდი მასა დაიძრას.

ახალი კვლევის მიხედვით ზუსტად განისაზღვრა ნაპრალის სიღრმე, გამოიკვეთა სხვა ბზარებიც. შაბათის ფორმულა გთავაზობთ სიმულაციას, რომელიც სტიქიის შესაძლო სცენარებს ასახავს. 

ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17 მარტის დასკვნით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე, კლდოვან ქანებში განვითარებულია მძლავრი კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი. მათივე დასკვნით, "დიდი ალბათობით" მეწყრული სხეულის გზის მიმართულებით გადაადგილება, ფერდობის სხვადასხვა ნაწილში წარმოქმნის ახალ მეწყრულ ნაპრალებსა და საფეხურებს. ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა შეწყდეს ყველა ტიპის საავტომობილო მოძრაობაც. 


close დახურვა