logo
ENG



ლომჯარია: ქვეყანა დარჩენილია ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე

13 ივლ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა. ომბუდსმენის თქმით, სახელმწიფოს, ამ ეტაპისთვის, მსგავს შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმი არ გააჩნია.

ლომჯარიამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის არაეფექტურობაზეც გააკეთა აქცენტი.

„რაც ყველაზე მეტად ართულებს ვითარებას, რეალურად, მსგავსი ტიპის შემთხვევების დროს, როდესაც საქმე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ეხება, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, არ გვაქვს არანაირი მექანიზმი, რომ ასეთ დროს ქვეყანამ ეფექტური რეაგირება მოახდინოს. არ მუშაობს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, ჟენევის ფორმატი მსგავსი შემთხვევების რეაგირებისთვის არ არის ეფექტური და რეალურად, ქვეყანა დარჩენილია ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე“, - აცხადებს სახალხო დამცველი. 

ოკუპანტების მიერ  11 ივლისს დაჭრილი და გატაცებული  33 წლის ზაზა გახელაძე ამ დრომდე ტყვეობაში იმყოფება. თავად გატაცებული დაჭრის შესახებ არაფერს ამბობს. ის ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ  რუსებმა დაიჭირეს და ცხინვალში გადაყვანას უპირებდნენ.

თუმცა, მოგვიანებით დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ზაზა გახელაძე დაჭრილია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 


close დახურვა