ლონდონში ენდი უორჰოლის გამოფენისთვის ემზადებიან. თეითის გალერეაში მისი 100-ზე მეტი ნამუშევარი შეკრიბეს. უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ეს უორჰოლის ყველაზე მასშტაბური გამოფენა იქნება.
ნამუშევრები კერძო კოლექციებიდანაა შეკრებილი და მათ შორის მერლინ მონროს ცნობილი გამოსახულებაცაა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის გამო საგამოფენო დარბაზის დახურვას არ აპირებენ.
უორჰოლის ნამუშევრების ნახვა მის თაყვანისმცემლებს ხვალიდან შეეძლებათ. გამოფენა სექტემბრამდე გაგრძელდება.