ლონდონში წიგნის დღე უჩვეულოდ აღნიშნეს. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ბარში მფლობელებმა ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებით და საბავშვო რომანებით შთაგონებული გარემო შექმნეს.
სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ უჩვეულოდ გაფორმებული კოქტეილები დააგემოვნონ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ბარში გარემოზე იმოქმედონ.
ჯადოსნური ჯოხის საშუალებით მათ შეუძლიათ ჩამოისხან სასმელი, აანთონ შუქი და გააღონ კარადები. ბარის კონცეპციის ავტორების განმარტებით, მათი მიზანი ადამიანების ბავშვობის წარმოსახვით სამყაროში დაბრუნებაა.