logo
ENG



ლორთქიფანიძე: რუსეთში ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოდან 40-კაციანი დელეგაციით მივდივართ

07 თებ 202417:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/07/f4m6rn1vyosdv3m.jpg

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ რუსეთში მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე მისი ხელმძღვანელობით საქართველოდან 40 მონაწილე იქნება წარდგენილი. ამის შესახებ მან რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს უთხრა. 

"დიახ, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოდან მიდის დელეგაცია, უკვე ჩამოყალიბებულია 40-კაციანი შემადგენლობა. დელეგაციაში შედიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მათ შორის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხოტივარიშვილი, არჩილ სიხარულიძე - ავტორი წიგნისა რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში დამატებით ლიტერატურად გამოიყენება", - ამბობს ლორთქიფანიძე. 

მისივე თქმით, დელეგაციაში შედიან სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები. 

ლორთქიფანიძემ ამ ფესტივალს მსოფლიოში "ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიება უწოდა და "აქტუალური პრობლემების განხილვისა და მშვიდობის მიღწევის პლატფორმად" მოიხსენია. 

ფესტივალი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით იმართება და ის მიმდინარე წლის 1-7 მარტს ჩატარდება  რუსული მედია წერს, რომ ფესტივალში მონაწილეობას 20 ათასი ახალგაზრდა იღებს.


close დახურვა