რა უმნიშვნელოვანეს პროექტებს უქმნის საფრთხეს ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილება. ქართული ოცნების პოლიტიკა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დიდ პრობლემებით ემუქრება. ანტიამერიკული ნაბიჯების გამო 95-მილიონიანი დაფინანსების შეჩერებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც დაარტყა. ლუგარის კვლევითი ცენტრი ვაშინგტონის დაფინანსების გარეშე რჩება. ეს 10 მილიონი ლარია და სწორედ იმ 95 მილიონში შედის, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანას დააკარგვინა.
ლუგარის ლაბორატორია ამერიკული დაფინანსების გარეშე რჩება
05 აგვ 202419:56
3 წუთის საკითხავი