logo
ENG



ლუკაშენკო: ვშიშობ, უკრაინა მალე ბელარუსს სთხოვს, პოლონეთისა და სხვა ქვეყნებისგან დაიცვას

01 სექ 202222:50
3 წუთის საკითხავი
 
ლუკაშენკო: ვშიშობ, უკრაინა მალე ბელარუსს სთხოვს, პოლონეთისა და სხვა ქვეყნებისგან დაიცვას

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ვარაუდობს, რომ მალე უკრაინა დასახმარებლად ბელარუსს მიმართავს, რათა პოლონეთისა და სხვა ქვეყნებისგან დაიცვას.

ლუკაშენკოს თქმით, ახლა ჩანს რომ კიევი და ვარშავა ერთად დგანან სინამდვილეში კი პოლონეთი ლტოლვილების საკითხით სარგებლობს და ევროკავშირში პოზიციებს იმაგრებს, მაშინ, როცა უკრაინა "ბანალურად იძარცვება".

"ვშიშობ, უკრაინელებს მალე მოუწევთ რუსეთთან ამ სისხლისღვრის შეწყვეტა და ამ "პოლონიზაციისგან" დასაცავად ჩვენ მოგვმართავენ, აღმოსავლეთიდან, პოლონეთის და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიიდან ამ მშვიდი, ცბიერი მოძრაობისგან [დასაცავად], რომელიც უკრაინის დანაწევრებას ემსახურება" - განაცხადა ლუკაშენკომ.


close დახურვა