საბჭოთა კავშირი რომ შენარჩუნებულიყო დღემდე, თავიდან ავირიდებდით ყველანაირ კონფლიქტს მსოფლიოში. ყველანაირის. დასავლეთი და ამერიკა იძულებულნი იყვნენ ანგარიში გაეწიათ საბჭოთა კავშირისთვის. დიახ, იაპონიასთანაც გვქონდა კარგი ურთიერთობები, მეგობრული ურთიერთობები, სხვადასხვა პრობლემების არსებობის მიუხედავად. მსოფლიო მრავალპოლარული იყო და ერთი პოლუსი აბალანსებდა მეორეს. ახლა კი მიზეზი იმისა, რაც ხდება მსოლფიოში, არის აშშ-ს მიერ ჩვენი პლანეტის მონოპოლიზაცია [...]
მე დავიბადე ამ ქვეყანაში და ვიცხოვრე. ამ ქვეყნის ერთგული და კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი. ამ დროს ვიყავი ბელარუსის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ამიტომაც ახლოს ვიყავი პოლიტიკასთან. ამიტომაც ჩემთვის, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ახლა გააცნობიერა ეს მთელმა მსოფლიომ, ეს ტრაგედია იყო. საბჭოთა კავშირის დაშლა - ეს ტრაგედიაა.