logo
ENG



ლუკაშენკო: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

10 აგვ 202416:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/10/miitlxlxcjki2ou.jpg

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსმა სამხედროებმა ქვეყნის თავზე უკრაინიდან გაშვებული რამდენიმე საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.

"გუშინ, 18:10 საათზე ბელარუსის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში გადავიდნენ. საქმე იმაშია, რომ (ვეჭვობთ, რომ ეს პირველი შემთხვევა ეს არ არის) უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელარუსში ეჭვი აქვთ, რომ საქმე უპილოტო საფრენ აპარატებს ეხება.

"ჩვენ სამიზნეები ბელარუსის ტერიტორიაზე გავანადგურეთ, დანარჩენი  რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამიზნეები იაროსლავლის მახლობლად გაანადგურეს", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

 


close დახურვა