logo
ENG



ლუკაშენკო პუტინს შეხვდა

12 აპრ 202212:00
3 წუთის საკითხავი
 

პუტინი და ლუკაშენკო ერთმანეთს დღეს, 12 აპრილს ვოსტოჩნის კოსმოდრომზე შეხვდნენ.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსიის ლიდერები  მოლაპარაკებებსა და ერთობლივ პრესკონფერენციას  გამართავენ. 

ოფიციალური ვერსიით, პრეზიდენტები ნახავენ, როგორ მიმდინარეობს კოსმოდრომის მშენებლობა, დააჯილდოვებენ კოსმონავტებს და უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს.

ასევე, ისინი განიხილავენ უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას, მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობებს.

"მოლაპარაკებების თემა იქნება ორმხრივი ურთიერთობები. შემდეგ ერთად შეხედავენ კოსმოდრომს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური და მაღალტექნოლოგიური პროექტი. და, რა თქმა უნდა, აზრს გაცვლიან უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე." - თქვა პესკოვმა. 

7 აპრილს ალექსანდრე ლუკაშენკომ მოითხოვა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ბელარუსიის მონაწილეობა.


close დახურვა