logo
ENG



ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინას: მოდით დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს ჩხუბი დავასრულოთ

16 აგვ 202411:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/16/3sh08f2ud7cps9v.jpg

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას და ომის დასრულებას სთავაზობს.

როგორც მან ტელეარხ როსიასთან ინტერვიუში აღნიშნა, ომი "არც უკრაინელ, არც რუს და არც ბელარუს ხალხს სჭირდება".

ლუკაშენკომ უკრაინაში მიმდინარე ომში დასავლეთი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის "მხოლოდ ამერიკული წარმოშობის მაღალჩინოსნებს სჭირდებათ".

"მოდით დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს ჩხუბი დავასრულოთ. ის არც უკრაინელებს, არც რუსებს და არც ბელარუსებს სჭირდებათ. ფაქტებს ვერ მოვიყვან, ისინი აბსოლუტურად დახურულია, სადაც მაღალჩინოსნები ღიად ამბობენ. ვციტირებ: "მოდი უკრაინელებმა და რუსებმა ერთმანეთი დახოცონ - მოდი ყველა ჩაძაღლდეს ამ ქვაბში", - ამას ამბობენ ამერიკული წარმოშობის მაღალჩინოსნები, გაგიმხელთ. ეს ნორმალურია? მათ სურთ, რომ ჩვენ ერთმანეთი ვანადგუროთ", - თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ.


close დახურვა