ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო "სამუშაო ვიზიტით" რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო მედია Belta ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ლუკაშენკო მონაწილეობას მიიღებს "ლენინგრადის გათავისუფლების 80 წლისთავისდმი" მიძღვნილ ღონისძიებაში.
გარდა ამისა, Belta წერს, რომ ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტები ქვეყნების ურთიერთობის "ყველაზე აქტუალურ საკითხებზე" ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ, ასევე, განიხილავენ "საერთაშორისო საკითხებსაც".