ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები საკუთარ თავს დაუქვემდებარა. 10 ოქტომბერს ლუკაშენკომ შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.
ბელარუსის KGB ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის KGB-ს მემკვიდრეა. 1991 წელს დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაჩენის შემდეგ, ხელი მოეწერა განკარგულებას სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შექმნის შესახებ. ის მაშინ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ექვემდებარებოდა.
არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ ბელარუსი KGB-ს რეპრესიებისთვის იყენებს.