logo
ENG



ლუკაშენკოს განკარგულებით, ბელარუსში ფასების ზრდა აიკრძალა

06 ოქტ 202219:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/06/hizychp5zphx1mc.jpg

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განკარგულებით, ქვეყანაში ფასების ზრდა აიკრძალა. შესაბამისი განკარგულება ლუკაშენკომ დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც ეკონომიკურ ბლოკთან ჩაატარა.

"6 ოქტომბრიდან, იკრძალება ფასების ზრდა. იკრ-ძა-ლე-ბა! დღეიდან. არა ხვალინდელი დღიდან, არამედ დღეიდან. 1 დღეში ფასები რომ არ გაზარდონ კიდევ. ამიტომ, დღეიდან ფასების ზრდა აკრძალულია. ღმერთმა არ ქნას, რომელიმე ბუღალტერმა უკანა თარიღით გაატაროს რამე გათვლები და გადათვლები", - თქვა ლუკაშენკომ.

ამასთან, მისივე განცხადებით, შეიძლება იყოს გამონაკლისი შემთხვევები ამა თუ იმ პოზიციებთან დაკავშირებით და კონკრეტულმა პასუხისმგებელმა პირებმა უნდა აკონტროლონ სიტუაცია.

"თუ იქნება მინისტრის ან შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება... თუმცა ამ გადაწყვეტილებების გარეშე, არანაირი ფასის ზრდა არ იქნება დაშვებული და იქნება ის ფასი, რომელიც დღეს არის", - აღნიშნა მან.

 

შესაბამისი საკითხის კონტროლი ასევე დაევალა გენერალურ პროკურატურას და სახელმწიფო კონტროლის კომიტეტს.

"თუ ვინმე დაარღვევს ამ განკარგულებას, მას დააკავებენ და იქნება აღძრული სისხლის სამართლის საქმე", - ამბობს ლუკაშენკო.


close დახურვა