logo
ENG



ლუკაშენკოს პრესსამსახური: პრიგოჟინი დათანხმდა ლუკაშენკოს შეთავაზებას ვაგნერის შეჩერებაზე

24 ივნ 202321:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/jorwwf82xq7f9zr.jpg

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს ესაუბრა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოსგან შეთავაზება ვაგნერელების მოძრაობის შეჩერებასა და დაძაბულობის დეესკალაციაზე. თავად პრიგოჟინი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. 

ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა მიიღო შეთავაზება ვაგნერელების მოძრაობის შეჩერებაზე და დაძაბულობის დეესკალაციაზე.

ბელარუსული მედია პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს დილით პრეზიდენტი პუტინი ლუკაშენკოს ესაუბრა და რუსეთში არსებული ვითარება გააცნო, რის შემდეგაც, "სახელმწიფო მეთაურები ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ". ამის შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებით, საუბარი გამართა ევგენი პრიგოჟინთან.

ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, ლუკაშენკოსა და პრიგოჟინს შორის მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასთან, მედია წერს, რომ მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ, რუსეთის ტერიტორიაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის გაჩაღების დაუშვებლობის შესახებ. პრესსამსახურში აცხადებენ, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება, შეეჩერებინა ვაგნერის შეიარაღებული პირები რუსეთში და გადაედგა შემდგომი ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის და დათანხმდა.

განახლებადი ინფორმაცია რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე: პრიგოჟინის აჯანყება - განახლებადი


close დახურვა