logo
ENG



ლუკოილი უკრაინაში ომის დასრულებას მოითხოვს

04 მარ 202215:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/5mi3lo562la3p2g.jpg

სიდიდით მეორე ნავთობმომპოვებელი რუსული კომპანია ლუკოილი უკრაინაში ომის დასრულებას მოითხოვს.

"ლუკოილის დირექტორთა საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო. შეიარაღებული კონფლიქტის სასწრაფო დამთავრებისკენ მოწოდებით, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა მსხვერპლის გამო, რომელსაც ეს ტრაგედია შეეხო", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ლუკოილში აღნიშნავენ, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მომხრენი არიან.

ლუკოილის პრეზიდენტი, მილიარდერი ვაგიტ ალეკარპოვია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ფედუნი.


close დახურვა