logo
ENG



ლუცკსა და დნეპრში აფეთქებების ხმა ისმის

11 მარ 202208:56
3 წუთის საკითხავი
 

ლუცკსა და დნეპრში აფეთქებების ხმა ისმის. ლუცკის მერი ამბობს, რომ აფეთქებები აეროდრომის სიახლოვეს ხორციელდება.

როგორც ერთ-ერთი უკრაინული არხი წერს, ლუცკსა და დნეპრში ზოგიერთი ობიექტი ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს დაიბომბა, მას შემდეგ კი აფეთქების ხმა აღარ ყოფილა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დნეპრში სამი ავიადარტყმა განხორციელდა - საბავშვო ბაღისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ფეხსაცმლის ქარხანას კი ჭურვი მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. 

წინასწარი ინფორმაციიტ, დაიღუპა ერთი ადამიანი. 


close დახურვა