უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ლუჰანსკში ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.
ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციული შენობიდან კვამლი ამოვიდა.
როგორც ოდესის OVA-ს სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა აღნიშნა, აფეთქებები, სავარაუდოდ, მოხდა რუსების მიერ დაკავებული რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან - სააპელაციო სასამართლოს მიდამოში.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას ოკუპირებული ლუჰანსკის ოლქის ე.წ. გენერალური პროკურორი ემსხვერპლა.
რუსეთმა უკვე დაადანაშაულა უკრაინული ძალები თავდასხმაში. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ კრემლის პროპაგანდისტები.