logo
ENG



მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

23 მარ 202222:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/bvelwpnx8jr7y0q.jpg

აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოლბრაიტი პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო.

"გულდაწყვეტით გაცნობებთ, რომ მადლენ ოლბრაიტი აშშ-ს 64-ე სახელმწიფო მდივანი და პირველი ქალი, ვისაც ეს პოსტი ეკავა, დღეს დილით გარდაიცვალა. მიზეზი გახდა კიბო. ის იყო ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში. ჩვენ დავკარგეთ საყვარელი დედა, ბებია, და, დეიდა და მეგობარი", - აღნიშნულია ოჯახის განცხადებაში.

1993-97 წლებში ის გაეროში აშშ-ს ელჩი იყო, ხოლო 1997-დან 2001 წლამდე სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა.

მადლენ ოლბრაიტი NATO-ს გაფართოებას ემხრობოდა, ასევე ბალკანეთში ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად ალიანსის ჩართვას მოითხოვდა, ცდილობდა შეემცირებინა ბირთვული იარაღის გავრცელება და ადამიანის უფლებების დაცვით გამოდიოდა მთელ მსოფლიოში.


close დახურვა