logo
ENG



მათიკაშვილი ტვ პირველზე: წარმოუდგენელია, რაღაცა ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას

11 მარ 202113:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/11/ew5f94c7z7038bs.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება ეძლევა ტვ პირველიდან მასალები ამოიღოს და აცხადებს, რომ აქ ტელევიზიაში შეჭრაზე საუბარი არ არის. მათიკაშვილის თქმით, საუბარია საგამოძიებო ორგანოსა და ტელევიზიას შორის თანამშრომლობაზე.

ოცნების დეპუტატის თქმით, ტვ პირველი თავად უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობით დაინტერესებული, რათა დაადგინოს რამდენად ავთენტიკური მასალა გაუშვა ეთერში. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტვ პირველიდან მასალების  ამოღების ნებართვა მისცა სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას შეეძლება, “წინააღმდეგობის შემთხვევაში "ამოღებისას "იძულების პროპორციული ზომა” გამოიყენოს.

"არ შეიძლება, ყველაფერი პროვოკაციების საგანი იყო. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილია, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით და იქ არანაირ შეჭრაზე და შევარდანაზე, მით უმეტეს რაღაცა მცდარ, ტყუილ, სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი. სამწუხაროდ, მსგავს ნიშნებს ვხედავთ. ჩემთვის წარმოუდგენელიცაა, რაღაცა ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას", - აცხადებს მათიკაშვილი.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს. 

ტელეკომპანიის იურისტის, ვახტანგ წერეთლის ცნობით, პროკურატურა ითხოვს არა უშუალოდ ინფორმაციას, არამედ ელექტრონულ მატარებელსა და კონვერტს, ან სხვაგვარ მასალას. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს. 

მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა. 

ტვ პირველის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, შესაძლოა, ტელეკომპანიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება.

"ამ მომენტში ვმუშაობთ ერთი მხრივ აღნიშნული განჩინების ქვეყნის შიდა ინსტანციებში გასაჩივრებაზე. ასევე, განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტელეკომპანიაში შემოჭრის რისკი, რომელიც შეიძლება დღეს პროკურატურის განცხადების ფონზე მინიმალურად ჩანს, მაგრამ არ ვიცით რა იქნება ხვალ", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.


close დახურვა