ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ისინი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრის გათავისუფლებას სთხოვენ.
სოფო კილაძე დონალდ ტუსკზე აცხადებს, რომ ის შეცდომაში არის შეყვანილი. მისივე განცხადებით ოპოზიცია ლობისტური საქმიანობით არის დაკავებული.
„გასაგებია, რომ ბატონი ტუსკი წერს "ტვიტერზე", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის შეცდომაში შეყვანილი ისევ, როგორც იყო შეცდომაში შეყვანილი ის კონგრესმენი, რომელმაც თქვა, რომ მან არ იცოდა რას აწერდა ხელს. სამწუხაროდ ვხედავთ ლობისტურ საქმიანობას ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ქვეყნის გარეთ, ქვეყნის იმიჯს აზიანებენ“, - აცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძე.
უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, დონალდ ტუსკის და მაიკლ კარპენტერის განცხადება ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული.
„იგრძნობა ლობისტების ხელი, იგრძნობა ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციიის ანალიზი. საქართველო არის ქვეყანა, განაწილებულია სასამართლო ხელისუფლებას გააჩნია თავისი უშუალო მიმართულება და მასში რა თქმა უნდა ვერ ჩაერევა ხელისუფლების სხვა მხარე.