logo
ENG



მაიკ პომპეომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიაში დაადანაშაულა

09 ნოე 201911:12
3 წუთის საკითხავი
 
ojsq5vd9yhpi13v.jpg

მაიკ პომპეომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში დაადანაშაულა. ბერლინის კედლის დანგრევისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი უშლის ხელს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს ქვეყნის შიგნითაც. მისი თქმით, შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენს, რადგან არ სურს, რომ ევროპა ვლადიმერ პუტინზე დამოკიდებული იყოს.

„დღეს რუსეთი კგბ-ს ყოფილი ოფიცერის ხელმძღვანელობით, რომელიც ერთ დროს დრეზდებში მსახურობდა, იპყრობს მეზობლებს და კლავს ოპონენტებს, ახშობს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას. რუსეთის ხელისუფლება იყენებს პოლიციის რეიდებს დაა წამებას ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების წინააღმდეგ, რომლებიც მის აგრესიას წინააღმდეგობას უწევენ. ჩეჩნეთში ვინც ხელისუფლებისთვის არასასურველი პირია, უბრალოდ, ქრება“, - აცხადებს მაიკ პომპეო.


close დახურვა