logo
ENG



მაიკ პომპეომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს

23 ნოე 201916:22
3 წუთის საკითხავი
 
ezyx364ma7xlmvd.jpg

მაიკ პომპეომ შესაძლოა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს და მშობლიური კანზასის შტატის სენატორობისთვის იბრძოლოს. მინიშნება მედიაში გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპაც გააკეთა.

FoxNews-სთან საუბარში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაიკ პომპეოს უყვარს თავისი საქმე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის სენატორის პოსტის დაკავებას გადაწყვეტს,  არჩევნებში მარტივად გაიმარჯვებს. თავად სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ თანამდებობაზე მანამდე დარჩება, სანამ ეს პრეზიდენტს ენდომება. 

 


close დახურვა