logo
ENG



მაკა სოლოღაშვილი: კლინიკაში 7 არასრულწლოვანი პაციენტი მკურნალობს

25 აპრ 202010:45
3 წუთის საკითხავი
 
vqh5vccs3w0yjm8.png

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 48 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 არასრულწლოვანია.

მისი განცხადებით, კლინიკაში მყოფი დადასტურებული შემთხვევებიდან 3 საყურადღებო პაციენტია, ხოლო ერთის მდგომარეობა მძიმეა.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში 48 პაციენტი იმყოფება, აქედან 26-ს კორონავირუსი აქვს. 4 პაციენტი გვყავს ახალი, გუშინ გადმოიყვანეს უკვე დადასტურებული დიაგნოზით ოთხივე პაციენტი. აქედან ერთია 80 წელზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფის, ერთია 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის, ორია არარისკის ჯგუფის პაციენტი. 18 წლამდე ასაკის პაციენტი გახდა სულ 7. 3 საყურადღებო პაციენტია და 1 მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინდელი პაციენტებიდან არის მძიმე პაციენტი. დავაზუსტებ გუშინდელი პაციენტების კლასტერს, გუშინ ვთქვი, რომ მარნეულიდან არის გადმოყვანილი და ესენი გადმოყვანილი ყოფილან ბოლნისიდან, არასწორი ინფორმაცია მქონდა. ახალი პაციენტების კლასტერიც არის ბოლნისი. ოთხივე პაციენტი არის ოჯახი და ოჯახის ახლობლები“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება.

456 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი, გარდაცვლილია - 5. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში  4949 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 555 პაციენტი.


close დახურვა