logo
ENG



მაკა სოლოღაშვილი: პლაქვენილი რჩება პროტოკოლით დამტკიცებულ მედიკამენტთა შორის

04 მაი 202010:23
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საავადმყოფოში კორონავირუსის ინფიცირებულთა სამკურნალოდ, ექიმის შეხედულებისამებრი, პრეპარატი ქლაქვენილი გმაოიყენება.

სოლოღაშვილის თქმით, მედიკამენტის გამოყენებისას გართულებებს ადგილი არ ჰქონია.

„პლაქვენილი რჩება პროტოკოლით დამტკიცებულ მედიკამენტთა შორის. პლაქვენილის გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმის შეხედულებისამებრ. ჩვენ ვიყენებთ პლაქვენილს, როდესაც პაციენტი მკურნალობა მოითხოვს ამას, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს პლაქვენილით გამოყენების შემთხვევები, არ გვქონია გართულებასთან საქმე“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

ქვეყანაში კორონავირუსის 593 შემთხვევა ფიქსირდება. ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია 223 პაციენტი,  გარდაცვლილია - 9. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4830 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 521 პაციენტი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა