logo
ENG



მაკდონალდი: ელჩმა დეგნანმა შესანიშნავად იმუშავა, მოვუწოდებთ მთავრობასაც, შექმნან ერთიანობა

05 სექ 202220:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/05/w91ikrjdm0wlloz.jpg

მინდა შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდექით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის

 


close დახურვა