logo
ENG



მაკო გომური, „ქართული ოცნების“ რეჟიმის ცოცხალ მხილებად დარჩება - გედევან ფოფხაძე

12 ნოე 201914:41
3 წუთის საკითხავი
 
zvhi0ybjo6cdz3f.jpg

 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, 20 ივნისს დაშავებული მაკო გომური, „ქართული ოცნების“ რეჟიმის ცოცხალ მხილებად დარჩება, - ამის შესახებ მან გომურისთვის პროკურატურის მხრიდან დაზარალებულის სტატუსის მინიჭების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. ფოფხაძის თქმით, ხელისუფლება ქართველ ხალხს უნდა დაუბრინდეს.

„საზოგდოებას შეუძლია დაინახოს პროცესი როგორ დათმობს „ქართული ოცნება“ ყველაფერს, მათ შორის ხელისუფლებას. ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს იმას, ვისაც კონსტიტუციურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს. 20 ივნისიც და მაკო გომურიც არის პოლიტიკა, ეს არ არის კონკრეტული ადამიანის პრობლემა. აქ დადის ირაკლი ხომასურიძე, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის დროს დაკარგა თვალი.  ეს არის სააკაშვილის რეჟიმის მტკიცებულება. გომური კი დარჩება ამ რეჟიმის ცოცხალ მხილებად“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

გომურის თემას აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი აკაკი ზოიძეც, რომელიც აცხადებს, რომ მთავარია სტატუსის მინიჭება და არა ის, ადრე მოხდა ეს თუ გვიან.

„ჩემთვის პირველი დღიდან გომური არის დაზარალებული და მთავარი იყო მას მიეღო სამედიცინო დახმარება, ვინც დაშავდა და არანარიი ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებია. თუ დაზარალებულის სტატუსი საჭიროა იმისთვის, რომ მას რაღაც გრძელვადიანი კომპენსაცია დაენიშნოს, ეს აუცილებლად მოხდება. 40 დღით ადრე მიენიჭა, თუ გვიან, შეიძლება პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს ისევ ხელისუფლებისთვის", - აღნიშნავს ზოიძე.

დეპუტატი ეკა ბესელია კი თვლის, რომ გომურის სტატუსი საკმარისი არ არის და ახლა სულაშვილის და სხვა დაშავებულების ჯერია.

„როგორც მაკო გომურთან დაკავშირებით ხდებოდა, ახლა უნდა ვიმეოროთ, რომ გიორგი სულაშვილსაც და იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც დაზარალდნენ, უნდა მიენიჭოთ სტატუსი“, - აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ხუთთვიანი კვლევის შემდეგ ცნო. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსის მისაღებად გომურმა სასამართლოსაც მიმართა, თუმცა მან უარი მიიღო.

ცნობისთვის, პროკურატურამ პირველ მოთხოვნაზე, გომურს უარი უათხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, მთავარმა პროკურორმა კი განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, ეს შეუძლებელი იყო.

 

 

 


close დახურვა