logo
ENG



მაკრონი: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას

16 ივნ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/16/koex9b15wtlnfjn.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.

როგორც მაკრონმა კიევში გამართულ ევროპელი ლიდერების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მათ სურთ, ქმედებით იმის დამტკიცება, რომ უკრაინა ევროპული ქვეყნის ოჯახია.

"ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას. ამ სტატუსს დაერთვება საგზაო რუკა. ეს შეეხება ასევე მოლდოვას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას ერთხმად ევროკომისიაზე მიიღებენ", - თქვა მაკრონმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება გარკვეულ დროის წაიღებს, თუმცა დღეს უკვე კონკრეტული ქმედებებია საჭირო.

აღსანიშნავია, რომ თავის გამოსვლაში მაკრონმა თქვა, რომ მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას, თუმცა საქართველო ამ კონტექსტში არ უხსენებია. საქართველო არ ახსენა არც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა

 


close დახურვა